EXPLORARBIBLIOTECAREVISTES
CATEGORIES
  • Art i Arquitectura
  • Aviació i Navegació
  • Negocis i Finances
  • Cotxes i Motos
  • Famosos i Xafardeig
  • Comics & Manga
  • Artesania
  • Cultura i Literatura
  • Família i Paternitat
  • Moda
  • Cuina i Vins
  • Salut i Fitness
  • Llar i Jardí
  • Caça i Pesca
  • Adolescents
  • Luxe
  • Estil de Vida Masculí
  • Cinema, TV i Música
  • Notícies i Política
  • Fotografia
  • Ciència
  • Esports
  • Tecnologia i Jocs
  • Viatges i Aire Lliure
  • Estil de Vida Femení
  • Adults
DESTACATS
EXPLORARBIBLIOTECA
Famosos i Xafardeig
Hello! Magazine Georgia

Hello! Magazine Georgia

February 2019

HELLO! magazine offers you exclusive contents with high quality photos on a monthly basis. Each issue is rich mix of articles and interviews from Georgia and around the world.

País:
Spain
Idioma:
Georgian
Editor:
Landskape GE
Llegir Més
ESPECIAL: Скидка 40% при покупке подписки с кодом LOVE40 - действительно только на сайте
COMPRAR NÚMERO
2,18 €(IVA inc.)
SUBSCRIURE
21,86 €(IVA inc.)
12 Números

En aquest número

1 min.
რედაქტორის წერილი

იტალიიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. ბელუნოს პროვინციაში გატარებულმა დრომ მთელი წლის სტრესისგან გამათავისუფლა, ასე რომ თებერვლის ნომერზე, ჩემს გუნდთან ერთად, განსაკუთრებული ენერგიითა და ენთუზიაზმით ვიმუშავე. ვიდრე ხის ძირში შემორჩენილი თოვლი გადნება და ჩიტები ბუდეებს დაუბრუნდებიან, შინ, თბილ საბანში გახვეულებმა, ფინჯანი ჩაი მოიმარჯვეთ და თებერვლის HELLO! გადაშალეთ. ზამთრის მიწურულს თქვენთვის საინტერესო თემები მოვამზადეთ. ამჯერად ჟურნალის ყდის თემა ყველაზე ლამაზი ქართველი გოგოა. ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ გახლავთ. ნინი გოგიჩაიშვილს „მის საქართველოს“სტატუსი მიანიჭეს. რა იმალება მომღიმარ სახესა და ლამაზ კაბებს მიღმა, როგორი გეგმები აქვს უახლოესი თვეების განმავლობაში ლამაზმანს და რა არ იცით 2018 წლის „მის საქართველოს“შესახებ? − ამას HELLO!-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ და ულამაზესი ფოტოსესიის შედეგსაც დაათვალიერებთ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ 31-ე ნომრის მთავარი თემა სიყვარულია. როგორ გადაიქცა ეკრანზე ჯერ კიდევ არდაწყებული ურთიერთობა რეალურ სიყვარულად? შაგუს როლის შემსრულებელი ილო ბეროშვილი და ფარმაცევტი…

1 min.
ფრანჩესკა ვერსაჩე

„მხოლოდ დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ „სხვა“სამყაროში ვცხოვრობდი“„დეკორი თანამედროვეობის, ნეოკლასიციზმის, ბაროკოს ელფერისა და მოდერნიზმის მიქსია“ სახელი ვერსაჩე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა ჯერ კიდევ 1978 წლიდან, როდესაც ჯანიმ დიდებული სამოდელო სახ-ლი დააარსა. დედმამიშვილებმა − ჯანიმ, დონატე-ლამ და სანტომ შექნეს ვერსაჩეს გამორჩეული LOOK-ი, რომელმაც მოდის ისტორია დაიპყრო და ნეობაროკული სიმდიდრით, მგრძნობიარობით, ამაოებით, დიდებულებითა და როკ-ენ-როლით სავსე სამყარო აღმოაცენა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ვერსაჩეს ფირმა რამდე-ნიმე თვის წინ 2,1 მლრდ დოლარად ამერიკულმა კომპანია MICHAEL KORS HOLDINGS-მა შეიძინა, ფრანჩესკა ვერსაჩე − სანტოს დიზაინერი ქალი-შვილი, მისი მეუღლე − მოდელი კრისტოფერ ლე-ონი და წყვილის ორი შვილი: სანტო კასიუსი და აილა ლეონორი, მილანში მდებარე თავიანთ სასახლეში გვმასპინძლობენ. ბაღებით გარშემორტყმული ეკლექტიკური, ხელოვ-ნების ნიმუშებით სავსე ამ სახლის ყოველი ოთახი ვერსაჩეების კლანის შემოქმედებითობას უსვამს ხაზს. თუმცა არაჩვეულებრივი და დიადი ადამიანე-ბისგან შექმნილ ოჯახში ცხოვრება ყოველთვის რო-დი ყოფილა ადვილი, მით უმეტეს ისეთი რეალისტუ-რი, თავშეკავებული და…

1 min.
the inside story

დემნა გვასალია „ანტისოციალური“კოლექცია VETEMENTS-ისთვის მოდა პირდაპირ ასახავს საზო-გადოებასა და პოლიტიკას – ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ამტ-კიცებს დემნა გვასალიას ახალი კოლექცია VETEMENTS-თვის. ცოტა ხნის წინ, პარიზში, FRENCH NATIONAL MUSEUM-ში, გარეული ცხოველების ფონზე, VETEMENTS-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექ-ციის ჩვენება გაიმართა. როგორც ყოველთვის, დემნამ საკმაოდ უჩვეულო სტილი წარმოგ-ვიდგინა, მათ შორის: ანარქიული სიმბოლოები, ასიმეტრიული ფორ-მები, INTERPOL-ის ნიშანი, წარ-წერა MADE IN EUROPE, სტივ ჯობ-სის გაცოცხლებული სტილი და რაღა თქმა უნდა, საქართველოს რეალობა დიდი დოზით − ღორის გრიპით დაწყებული, საპრეზი-დენტო არჩევნებით დამთავრე-ბული. „ჩვენი ინსპირაცია ინტერნეტში იწყება, სწორედ ასე ვმუშაობთ. თუმ-ცა, ჩვენ ხომ მხოლოდ 20%-ს ვხე-დავთ, დანარჩენი ჩვენთვის უცნობი და მიუწვდომელია. ვიპოვეთ ადამი-ანები, რომლებსაც ბნელ ინტერნეტ-თან წვდომა აქვთ, სადაც შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ იარაღი, ნარკოტიკი, ადამიანები — ეს ნამ-დვილად საშიშია და ამას თავისუფ-ლად აკეთებთ, რადგან თქვენ არ გაქვთ ვინაობა“, − განაცხადა დემ-ნამ კოლექციის ინსპირაციაზე საუბრისას. ნაომი კემპბელი ეპიკური დაბრუნება პოდიუმზე 14 წლის შემდეგ ნაომი კემპბელის მოდის კვირე-ულებზე გამოჩენა…

1 min.
ნინი გოგიჩაიშვილი

ძალიან მიხარია, რომ IMAGE CENTRE მაქსიმალურადაა ჩართული ჩემს სამზადისში„ოჯახში ბავშვობიდან ჩაგვინერგეს ის, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა დაეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება“„სილამაზის კონკურსი უდიდესი პლატფორმაა, რომელიც ხმის უფლებას განიჭებს“ მისი თვალისმომჭრელი ღიმილი ყველას მარტივად ამახსოვრდება. ყოველთვის გამორჩეულად ქა-რიზმატული და დადებითია, თუმცა ვე-რავინ იტყვის, რომ ლამაზ თვალებს, გრძელ ფეხებსა და დახვეწილ გარეგ-ნობას „ბონუსად“ერუდიციაც არ მოყვა. სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხ-რით დაამთავრა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებს. 15 წლის ასაკში გერმანული ენის კონ-კურსში გაიმარჯვა და გერმანიაში ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში დაფინან-სებით ჩაირიცხა. აქვს სამოდელო სფე-როსა და ტელევიზიაში მუშაობის გამოც-დილება, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში მიღებულ გამოცდილებას მიიჩნევს. დღეს ნინი გოგიჩაიშვილი „მის საქართველო 2018“-ის ტიტულს ამაყად ატარებს და „მის მსოფლიოს“კონკურსისთვის ემზადება. HELLO! ქართველი „დედოფლის“სა-მომავლო გეგმებს ექსკლუზიურად გა-გაცნობთ. ნინი, წლების წინ კონკურსში თქვენი დაც მონაწილეობდა. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ „მის საქართველოზე“ბედის…

1 min.
ბათუმში

„კომპანია უზრუნველყოფს ეკოლოგიური სტანდარტის დაცვას“ საქართველოს ხელისუფლება საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და ინვესტორების მოსა-ზიდად რეფორმებს ახორცილელებს,ასევე ცდი-ლობს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ისტორიული როლისა და მნიშვნელო-ბის გაზრდას მსოფლიო რუკაზე. სწორედ ამის დას-ტურია საქართველოში, ბათუმში რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის დაწყება, რომელიც საქართველოს საპორტო და ინდუსტრიულ ქალაქ ბათუმში 2019 წლის 14 იანვარს უმსხვილეს ამერიკულ კორპო-რაცია TRAMMO-თან ხელშეკრულების გაფორ-მებით დაგვირგვინდა და რომლის თანახმადაც, უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია TRAMMO, კომპანია WONDERNET EXPRESS-თან ერთად, ბათუმის პორტში, გრანულირებული კარბამიდის გადაზიდვის მიზნით, მინერალური სასუქების ტერ-მინალს ააშენებს. იმ ფონზე, როცა მსოფლიოში იზრდება მინე-რალურ სასუქებზე მოთხოვნა, სწორედ დროული იყო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, ქვეყანაში აშენებულიყო მინერალური სასუქების ტერმინალი, მით უფრო, გამომდინარე საქართვე-ლოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, ტერმინა-ლი რეგიონული მნიშვნელობის იქნება და ცენ-ტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსად-გურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფნის შექმნას გულისხმობს. მხარეებს შო-რის საქართვე-ლოს და აჭარის რეგიონის მთავ-რობის წევრები ესწრებოდნენ. კორპორაცია TRAMMO–ს პრეზიდენტმა, ედვარდ…

1 min.
საქართველოში

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ფრანგულ-სლოვენურ კონსორ-ციუმ „სადე-რიკოს“(SADE-RICO) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულ შპს „საქართ-ველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყ-რელის მშენებლობის დაწყების შესახებ. პროექტის მიზანია შეამცი-როს ნარჩენების დაბინძურების ეფექტი და ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი დანერგოს. ღონისძიებას რეგიონუ-ლი განვითარებისა და ინფრასტ-რუქტურის მინისტრი, მაია ცქიტი-შვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლე-ვან დავითაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილე სა-ქართველოში კარლო ნატალე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსა-ხურის ხელმძღვანელი დანიელ ჰა-ასი ესწრებოდნენ. ხელშეკრულებას ხელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუ-ხოშვილმა და „სადე ჯორჯიას“აღ-მასრულებელმა დირექტორმა, ენტ-ონი მოჟემ მოაწერეს. „ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვ-ნელოვანი ნაბიჯი.ამ პროექტების განხორციელებით, გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირო-ბები. ნარჩენების მართვის კოდექ-სისა და ევროკავშირის წინაშე აღე-ბული ვალდებულებების შესაბამი-სად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტის შესაბამი-სი“, — აცხადებს მაია…